ელისონ ჰარტი – ნატო აგრძელებს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას ჰქონდეს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად საჭირო მხარდაჭერა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრესმდივანი ელისონ ჰარტი -ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, უკრაინას იარაღს ნატოს მეშვეობით მიაწვდის.
ალიანსის პრესმდივანმა „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატო აგრძელებს მუშაობას უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
„მოკავშირეები აგრძელებენ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას ჰქონდეს მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს მოიცავს სასწრაფო ძალისხმევას აშშ-სგან ძირითადი მარაგების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას“, – განაცხადა მან.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.