ელისეის სასახლე – როცა ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს – ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ

როდესაც ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სკენ მიმავალ მატარებელში ს მიერ გამოყენებული ხელსახოცის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ფხიზლად იყავით მანიპულაციებთან“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ს ადმინისტრაცია ორ ფოტოს აქვეყნებს: პირველზე ასახულია მაგიდაზე დადებული ხელსახოცი განმარტებით: „ეს ხელსახოცი გასაწმენდადაა“. მეორე ფოტოზე – ევროპული ქვეყნების ლიდერების ფოტოზე დატანილია წარწერა: „ეს არის ევროპული ერთიანობა მშვიდობის ხელშესაწყობად“.
ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგიდაზე, რომლის გარშემოც ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან ერთად იჯდა, თეთრ ფხვნილიანი პაკეტი იდო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს