ელისეის სასახლე – „დიდი შვიდეული“ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კრედიტს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.
გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ 13-14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე დამტკიცდება, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ მისი განხორციელების ტექნიკური ასპექტების დადგენა.
შეგახსენებთ, საუბარია აშშ-ს წინადადებაზე, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის გადაცემას ითვალისწინებს და თანხა ს გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან დაიფარება.

ასევე დაგაინტერესებთ