„ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება…“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

„ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება…“ – რას წერს
„პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს ეიფორიის ტალღები.
რაღაც მოხდება, მაგალითად – ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება, თუ სხვა რამ – პოლიტიკურად აქტიურ წრეს გადაუვლის ეიფორიის ტალღა და ვინც საღ ჭკუაზეა, მათ უდიდეს უმრავლესობას ამ ეიფორიასთან გაკარებაც კი ეზარებათ – იმდენად ტოქსიკურია.
ეს ჩემნაირი პოლიტიკოსებისთვის შესაძლებლობაა, რომ ამ ეიფორიის ტალღას თავისი პოზიცია მიუგდოს – ტალღა ამ პოზიციას ათრევს, წაიღ-წამოიღებს, და სწრაფად და ეფექტიანად გავრცელდება, შესაბამისად უფრო იოლად მივა თანამოაზრემდე, რომელიც აფასებს, რომ ამ ეიფორიაში, ვიღაცას არ ეზარება და მის სათქმელს გამოხატავს, მისიც ისმის.
ჩემნაირში ვგულისხმობ ანტისისტემურს – რომელიც არ ულაგდება კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემას და ამ სისტემის ბენეფიტებით არ (ან შეზღუდულად) სარგებლობს.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ რაც მორალურად სწორია, მეტწილად ის პრაგმატულია – if the goal is to make a difference.
ცხადია, ტოქსიკური შხაპის მიღება გიწევს, მაგრამ თუ ავატარი გაქვს მიგდებული – u fine!“