ელისაშვილი: ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია კალაძის “მარჯვენა ხელმა”, ილია წულაიამ იყიდა და იქ 51 კორპუსის აშენებას გეგმავს

ლელო — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, ნაძალადევში, ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორია თბილისის მერის, კახა კალაძის “მარჯვენა ხელმა”, მისი კორუფციული სქემის შემოქმედმა და ბუღალტერმა, ილია წულაიამ იყიდა და იქ 51 კორპუსის აშენებას გეგმავს.

ელისაშვილი ამბობს, რომ კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერია.

“თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერი კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ მერია, კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს. ჩვენ ახლა ვართ ნახალოვკაში, ნაძალადევში, ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. ეს ქარხანა არ ფუნქციონირებს ვიცით და არის ქალაქის უშუალო შუაგულში მოქცეული. ქალაქის ნებისმიერი პატიოსანი ხელმძღვანელი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქში ცდილობს, რომ ასეთი ტერიტორიები ქალაქის სასარგებლოდ გამოიყენოს, ააშენოს პარკები, რეკრეაციული ზონები, სკვერები, სათამაშო მოედნები, სპორტული ობიექტები, კი ბატონო, იყოს მშენებლობაც, დეველოპმენტის, მაგრამ ძალიან მიზერული. ასეთი შესაძლებლობები და ტერიტორიები, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა თბილისის შუაგულში, მაქსიმალურად ხალხის და ქალაქის ინტერესებისთვის გამოიყენოს. და რას აკეთებს კალაძე?

დავიწყოთ იქიდან, რომ ცალტვინა რომ ჰყავთ ერთი ოცნებაში, “კეკელა” ერთი [ნინო] წილოსანი, მისი ოჯახის იყო ეს ქარხანა, ეს ტერიტორიაც. მასთან ერთად მოწილე იყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მავნებელი და ცეხავიკი რუხაძე, ტელეკომპანია იმედის მფლობელი, ბინძური საცეცები ყველგან აქვს. მათი იყო. შემდეგ გაყიდეს ეს ტერიტორია. ვინ იყიდდა თუ არა კალაძის “მარჯვენა ხელი”, მისი კორუფციული სქემის შემოქმედი და ბუღალტერი, ილია წულაია. აქაც აპირებენ ააშენონ 51 კორპუსი. 15-სართულიანზე ნაკლები არ იქნება არცერთი, ეს გეგმა შეითანხმეს აპრილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მფარველობს კალაძე. ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მ ჟურნალისტის კითხვას — როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია მას კორუფციაში ადანაშაულებს, უპასუხა, რომ “ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩაუდენია!”.

“2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ, ერთი ჩემ მიერ კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ კონკრეტული ფაქტებით?! მარტო: “ბლა”, “ბლა”, “ბლა”,. წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი. ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია! არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს და ვუფრთხილდები იმ დამოკიდებულებას და ურთიერთობას, რომელიც ჩემს მიმართ აქვს ქვეყნის უმრავლესობას. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები.

იმის გამო, რომ ბავშვობის მეგობრები ვართ და ბავშვის ნათლიაა, უნდა დაანებოს თავის ბიზნესს?! უკანონო აქვს გაკეთებული?! ცოტა აზრი ხომ უნდა დაატანოთ, გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია?! ვერავინ ვერაფერს გაიგებს? სისულელეს ამბობთ და გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია? შეურაცხყოფას მაყენებთ და გინდათ პატივი გცეთ? არ არის ასე, დამოკიდებულება უნდა იყოს ორმხრივი”, — განაცხადა კალაძემ.