ელისაშვილი საკუთარი პროცესიდან გამოაძევეს და დააჯარიმეს

“ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერი, 500 ლარით დააჯარიმეს – გადაწყვეტილება ლელა მილდენბერგერმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
იქამდე, ვიდრე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჯარიმას გამოუწერდნენ, იგი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლეს შემდეგი ფრაზა უთხრა – “ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა მისი დარბაზიდან გაძევების ერთ-ერთი მიზეზი.
ჩემ ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-მეთქი, არაო, ამდენი დრო არ მაქვსო. მე ვუთხარი, რომ ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი და მაგის გამო გამომაგდეს. დამაჯარიმეს”. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.