თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომათა დარბაზში შესულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულ ალეკო ელისაშვილს, რომელიც მოსამართლის შესვლისას ფეხზე არ ადგა, შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ მისი შემოსვლის დროს ფეხზე უნდა ამდგარიყო.
„ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა“, – უპასუხა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს.




