მამუკა მდინარაძე არის ფარჩაკი. გამოკეტილ პარლამენტში კი ბაქიბუქობს, მოვიდესო. სადაც უნდა, შევხვდები. მას არანაირი შნო არ აქვს, რომ ის დამიბრუნოს, რაც ვასესხე. ამიტომ, პოლიცია მომიქსია. ეგენი ჩაკეტილ შენობებსა და სპეცრაზმის უკან არიან მაგრები.
თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა TV პირველთან საუბარში. ელისაშვილის თქმით, ის 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში შეათრია და წაქცეულზე გამეტებით ურტყა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნი აქვს მოტეხილი. ელისაშვილის ცემის კადრები TV პირველმა გაავრცელა.
იქამდე, 15 აპრილს, პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.