ელისაშვილი დილიდან ვირთხასავით იყო ჩასაფრებული, რომ ეს გაეკეთებინა და სხდომა ისე დაეტოვებინა

ელისაშვილი დილიდან ვირთხასავით იყო ჩასაფრებული, რომ ეს გაეკეთებინა და სხდომა ისე დაეტოვებინა
„კომიტეტის სხდომაზე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ რადიკალები სიტუაციის გამწვავებას. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდი და იმ არაკაცის, ელისაშვილის ქმედებაც ვნახეთ, რაც ჩაიდინა. სად და როგორ გამოესვლება, არ ვიცი. ეს არაკაცური, არაქართული საქციელია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სხდომაზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძის ნერვები, პიროვნება და ადამიანობა ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაფასდა.
„რა თქმა უნდა, ეს შეკვეთილი ძალადობა იყო. კომიტეტის სხდომაზე მყოფი თურმე ამისთვის ემზადებოდა, რომ ასე ქურდულად, არაკაცურად მიჰპაროდა. აფერუმ მამუკა მდინარაძის მოთმინებასა და კაცობას – ბოლომდე მიიყვანა საქმე. როგორც უმრავლესობის ლიდერს, მადლობას ვუხდი. ამ ადამიანის ნერვები, პიროვნება და ადამიანობა დღეს ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად დაფასდა. პასუხი კი მიიღო ელისაშვილმა, მაგრამ ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არც არასდროს არავის ეპატიებოდა და მით უმეტეს, არც არასდროს არ ყოფილა მისაბაძი. დილიდან ვირთხასავით იყო ჩასაფრებული, რომ ეს გაეკეთებინა და მერე გასულიყო სხდომიდან. ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია და არც არის გამორიცხული, რომ ეს იყო დაგეგმილი და ამაში ფულიც გადაუხადეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული