ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ინიციატივას – ქართულ ქარტიას უერთდება.
“ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ძირეული რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, პარტია მოქალაქეები ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქმედო გეგმას ქართულ ქარტიას”, – ნათქვამია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარტიას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება.
პარტია გირჩმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ქარტიას მათი ხელმოწერა არ ექნება. ასევე, გიორგი გახარიას პარტია მოქალაქეებში ამბობენ, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყვეტენ, მოაწერენ თუ არა დოკუმენტს ხელს.