ელისაბედ ბორნმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ელისაბედ ბორნმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბორნის გადადგომა საპენსიო სისტემის სადავო რეფორმებთან და საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.
საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჯერჯერობით არ დაუსახელებია, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
შეგახსენებთ, რომ ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2022 წლის მაისიდან იკავებდა.