ელინა ვალტონენი – ფინეთი მოხარული იქნება თუ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება – ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვიტონ, რა არის მათი მომავალი, ისინი სრულ ჩართვას იმსახურებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დემოკრატიაში ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა ზოგიერთ ნაბიჯს არ დგამს და საწინააღმდეგო მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, ამ თავისუფლების ჩამორთმევის და არა მინიჭების მიმართულებით, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ამ გზაზე პროცესი საქართველოს ევროკავშირში წევრობით არ დასრულდება, ეს ქვეყნის გადაწყვეტილება იქნება.
„მე ყოველთვის ვეუბნები ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს, რომ ყველა და ნებისმიერი რეფორმა, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და მოეთხოვებათ კანდიდატ ქვეყნებს, ეხება ეს კანონის უზენაესობას, პროცესებს, ყველა უმცირესობათა ჯგუფების ინკლუზიურობას, გამჭვირვალე სისტემების შენებას, კორუფციის აღმოფხვრას, სრულად საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობასა და ბევრ სხვა საკითხს – ყველა ამ რეფორმას აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. თუ ამ გზაზე არ დასრულდება პროცესი წევრობით, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია. ყველა ნაბიჯი ამ გზაზე იმ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებშია, ამ გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება იმიტომ, რომ უფრო მეტ თავისუფლებას გულისხმობს, მეტ ძალაუფლებას გულისხმობს ყოველი კონკრეტული ქვეყნისთვის და აძლევს მეტ კეთილდღეობას სამომავლოდ იმიტომ, რომ სრული ჩართულობა იქნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით და საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველზე. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ევროკავშირი დიდი სიამოვნებით სთავაზობს საქართველოს. აქაც მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დემოკრატიაში ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა ზოგიერთ ნაბიჯს არ დგამს და საწინააღმდეგო მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, ამ თავისუფლებების ჩამორთმევის და არა მინიჭების მიმართულებით“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.
ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მოხარული იქნება, თუ საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაზეც უკვე ისაუბრა.
“როგორც ევროკავშირის წევრს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინეთი მოხარული იქნება საქართველო ერთ დღეს თუ გახდება ევროკავშირის წევრი იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომლებიც აღვნიშნე.
კითხვის ნიშანი მაქვს და ეს კიდევ ერთხელ ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვიტონ რა არის მათი მომავალი, მაგრამ ისინი სრულ ჩართვას იმსახურებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პოლიტიკურ სისტემაში”, – განაცხადა მან.