თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გააჟღერონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლის შემდეგ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა X-ზე დაწერა.
“საქართველოში, თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა თავისი შეშფოთება გააჟღერონ თავიანთი ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ დემოკრატიის, გამოხატვის და საბაზისო ადამიანის უფლებების სრული უფლება გააჩნიათ. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ” , – განაცხადა ვალტონენმა.
