ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს –

ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ბაზრობის მესაკუთრეებთან ინტენსიურად იმართება შეხვედრები.
„ისინი გარკვეულ გეგმარებაზე მუშაობენ, ჩვენ აქამდე თუ გვქონდა შეუთანხმებლობის პრობლემა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ აღარ გვაქვს. ქალაქის გენგეგმაში ელიავას ბაზრობის არეალთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია. ახალი გზათა ქსელის შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) დაამუშაოს, ერთ-ერთი მსხვილი არეალის გეგმარებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, მე ამ დღეებშიც მაქვს შეხვედრები, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ახლა ვერ გაგიმხელთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ცნობისთვის, 2019 წელს თბილისის გენგეგმა დამტკიცების შემდეგ დედაქალაქის ცენტრში ელიავას ბაზრობის ფუნქციონირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანის სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბაზრობა თავის ადგილზე უნდა დარჩენილიყო და იერსახე შეეცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე