ელვის პრესლის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გააცოცხლებენ

2024 წელს ლონდონსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში Elvis Evolution შოუები გაიმართება. სცენაზე მაყურებელი ელვის პრესლის ჰოლოგრამას იხილავს. ელვის პრესლი მისი გარდაცვალებიდან 47 წლის შემდეგ სცენაზე დაბრუნდება.
როკ-ენ-როლის მეფე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გააცოცხლდება. Elvis Evolution შოუ „იმერსიული წარმოდგენა“, როგორც მას ორგანიზატორები უწოდებენ ლონდონში 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.
მაყურებელი სცენაზე იხილავს მუსიკოსის სრული ზომის ჰოლოგრამას, რომელიც შექმნილია ათასობით ფოტოსა და ვიდეოს საფუძველზე.
კონცერტის შემდეგ ლონდონში გაიმართება წვეულება თემატური ბარით და რესტორნით, ცოცხალი მუსიკით და დიჯეებით. შოუები ასევე იგეგმება ლას-ვეგასში, ტოკიოში და ბერლინში.
ელვისის „გაცოცხლების“ იდეა ორგანიზატორებს ABBA ჯგუფის მსგავსი შოუს წარმატების შემდეგ გაუჩნდათ, სადაც სცენაზე ჯგუფის წევრების ახალგაზრდობის დროინდელი ABBAtars-ის ჰოლოგრამები იყო დაპროექტებული.