ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ 4-0 ანგარიშით გაანადგურა. მოგეხსენებათ, ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გრანდის ღირსებას იცავს და ვნახოთ, როგორი შეფასება გაუკეთეს მას სხვადასხვა უცხოურმა საფეხბურთო ვებგვერდებმა:
Goal.com – 8/10 “ხვიჩა კვარაცხელია – ელექტრულად მოძრავი მარცხენა ფლანგზე. ქართველის თამაშს გოლი დააგვირგვინებდა, თუმცა რამდენიმე მომენტში მას ბურთის გატანის ალღოს უნარმა დააღალატა, ქართველისგან თამაში ჩვეულ სტილში ვიხილეთ. დაცვაში საკმაოდ გამოსადეგი იყო, ხოლო მისგან ნაჩვენები არანორმალური ფიზიკური დატვირთვა კი შექებას იმსახურებს”.
Footmercato – 7/10 “მისი და ნუნუ მენდეშის დუეტი იდეალურად მუშაობს. ხვიჩამ რამდენიმე შანსიც შექმნა, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე დააკლდა. მისთვის დასაბრალებელი არაფერი გვაქვს”.
Psgpost.com – 7/10 “ის მეტოქის მარჯვენა ფლანგისთვის კვლავაც კოშმარი იყო. ფედერიკო ვალვერდეს დიდი წვალების გადატანა მოუხდა, რადგან ქართველი დაუნდობლად უტევდა ურუგვაელის მხარეს და ამავდროულად, დაცვაში ნუნუ მენდეშს არაერთხელ აზღვევდა”.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
· გოჩა დაცვაში თამაშობენ ტიკი ტაკას და ღლიან მოწინააღმდეგეს ..ეს ახალი მიგნებაა აქამდე არ მინახავს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? – ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
ქამბექი არ შედგა – ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
“რეალი” პსჟ-ს ამომავალ ვარსკვლავს ართმევს
“იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა” – როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
“არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ…” – არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
