ელექტრო მანქანის ყიდვის დროა! – პროკრედიტ ბანკის სრულიად ახალი, ექსკლუზიური შეთავაზება

ელექტრო მანქანის ყიდვის დროა, აცხადებენ პროკრედიტ ბანკში! ბანკი ბაზარზე ახალი, ექსკლუზიური პროექტით გამოჩნდა და სპეციალურდ პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებს ისეთი პროდუქტი შესთავაზა, რაც ელექტრო მანქანის ყიდვას კიდევ უფრო მომხიბვლელს და ხელსაყრელს ხდის.
პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიურად მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებიც პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით შეიძენენ ელექტრო მანქანას, მიიღებენ ბაზარზე არსებულ სრულიად გამორჩეულ პირობებს. ელექტრო მანქანის სესხით, Eco Mobility-ით დაფინანსების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა: 1. შეარჩიოს და წაიყვანოს ახალი ელექტრო მანქანა პირდაპირ პარტნიორი დილერი კომპანიის შოურუმიდან. 2. მიიღოს სესხი Eco Mobility ბაზარზე საუკეთესო პირობებით 3. ექსკლუზიურად მიიღოს მნიშვნელოვანი, მოცულობითი ფასდაკლებები ელექტრო მანქანაზე. 4. მიიღოს სპეციალური საგარანტიო შეთავაზებები. 5. შეარჩიოს სპეციალური სადაზღვევო პაკეტები.
„ელექტრო მანქანები სულ უფრო პოპულარული ხდება, მოთხოვნა მზარდია და მოდელები დახვეწილი, ტექნოლოგიურადაც და დიზაინის კუთხითაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული შეთავაზება შევქმენით იმათთვის, ვინც უკვე არის დაინტერესებული ელექტრო მანქანის შეძენით, ან ეხლა დაფიქრდება, ხომ არ გადაჯდეს ელექტრომობილზე. ჩვენი შეთავაზება არის ფინანსურად მიმზიდველი და თანაც თანხვედრაშია გარემოს დაცვასთან. ჩვენ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც ელექტრო მანქანის შეძენას უფრო მომხიბვლელს ხდის. შედეგად, ჩვენ გავაქრეთ მანძილი და დრო თქვენსა და ელექტრო მანქანის შეძენის სურვილს შორის. მანქანის ექსკლუზიური ფასის, სესხის საუკეთესო საპროცენტო განაკვეთის და გარანტიებისა და სადაზღვევო პაკეტების ერთობლიობა არის სწორედ ის, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ხმამაღლა განვაცხადოთ: ელექტრო მანქანის ყიდვის დროა!“ – განაცხადა პრკრედიტ ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, თამარ ვაჩნაძემ.
შეთავაზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პროკრედიტ ბანკის საცალო ბიზნესის განვითარების მენეჯერი, თორნიკე ფერაძე გაგვიზიარებს: „ჩვენი მიზანი იყო, რომ მომხმარებლის გამოწვევები დაგვეფარა და სრული შეთავაზება ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა. პირველი კომპონენტი იყო სანდო პარტნიორი დილერების მოძიება და ჩვენ შევარჩიეთ სანდო პარტნიორი დილერები და ეს არჩევანი კიდევ უფრო მზარდია. ჩვენ გავაანალიზეთ მათი სპეციფიკა, შემოთავაზებები და შედეგად, მომხმარებელს აღარ უწევს იმაზე ზრუნვა, თუ სად შეარჩიოს და შეიძინოს ელექტრომობილი. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ავტომობილის დაზღვევა და აქაც სრულად ვფარავთ ყველა გამოწვევას, რადგან წარმოდგენილი ელექტრო მანქანებისთვის შემუშავებულია ექსკლუზიური სადაზღვევო პაკეტებიც. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სესხის ტარიფია და ჩვენი შეთავაზება საუკეთესოა ბაზარზე ამ მიმართულებით“.
ბანკი ელექტერო მანქანების პოპულარიზაციაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ელექტრო მანქანაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, რადგან დაიხვეწა მოდელების მახასიათებლები, ხარისხი, ტექნოლოგია და დიზაინი, რის შედეგადაც სანდოობაც გაზრდილია. საქართველოში განვითარდა ინფრასტრუქტურაც და ელექტრო მანქანების დამტენების ქსელი სულ უფრო ფართოვდება. მხილოდ პროკრედიტ ბანკმა, ქვეყნის მასშტაბით 30-მდე ელექტრო მანქანის დამტენი სადგურები დაამონტაჟა და მომხმარებელს სარგებლობა სრულიად უფასოდ შეუძლია.
ბანკი ხაზს უსვამენ ელექტრო მანქანების პრაქტიკულობასა და ეკონომიურობასაც. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ელექტრო მანქანის პარკინგი სრულიად უფასოა. რაც შეეხება რეგულარულ ხარჯებს, შედარებისთვის, ის პირები, ვინც პირადი მოხმარებისთვის იყენებენ შიდა წვის ძრავიან, ანუ ბენზინზე, ან დიზელზე მომუშავე ავტომობილებს და თვეში საშუალოდ დაახლოებით გადაადგილდებიან 1000-დან 2000 კილომეტრამდე, ქალაქის საცობების ციკლში მოიხმარენ დაახლოებით 10-დან 20 ლიტრამდე ბენზინს და მათი ყოველთვიური ხარჯი მერყეობს 400 ლარიდან 1300 ლარამდე, ხოლო ავტომობილის კომერციული დანიშნულებით მოხმარების შემთხვევაში, თვიური ხარჯები გაცილებით მეტია. მომხმარებლის ხარჯი ბენზინზე მომუშავე მანქანის მოხმარებისას, ბენზინთან ერთად ნაწილდება ძრავის ზეთზე, ძრავის ნაწილებზე და ხუნდებზე.
დაფინანსების მიღება და ელექტრო მანქანის შერჩევა საკმაოდ მარტივია: თქვენ შეგიძლიათ, რომ დაუკავშირდეთ ბანკის კონტაქტ ცენტრს ნომერზე 220 22 22, ან ბანკის სპეციალურად შექმნილ შეთავაზებების კატალოგში, დაათვალიეროთ ყველა პარტნიორი დილერის შემოთავაზება, ელექტრო მანქანების ექსკლუზიური ფასები პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით ელექტრო მანქანის შეძენის შემთხვევაში, ავტომობილების აღწერები და სხვა. დაინტერესებულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ იქვე დაგვიტოვოს საკონტაქტო ნომერი და ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდება იმავე დღეს და დეტალურად გააცნობს ყველა შეთავაზებას, დაეხმარება შერჩევაში, ტესტ დრაივის დაჯავშნაში და ასევე დეტალურად განუმარტავს სესხის პირობებს, ელექტრო მანქანის შეძენის ბენეფიტებს და გაუზიარებს სხვა ნებისმიერ დაკავშირებულ ინფორმაციას.
იმისათვის, რომ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას სესხის პირობების შესახებ, ეწვიეთ ვებ გვერდს , ხოლო ელექტრო მობილების ფასები და პარტნიორი დილერი კომპანიების შემოთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ აქ: Lion Group, Sena Auto, E-Motors Georgia, GMG, Solar Auto.
ელექტრო მანქანის ყიდვის დროა!

ასევე დაგაინტერესებთ