ელექტრო თვითმფრინავების მწარმოებელმა Eve-მა თავისი „მფრინავი ტაქსის“ პროტოტიპი წარადგინა

ელექტრო თვითმფრინავების მწარმოებელმა Eve-მ თავისი “მფრინავი ტაქსის” პროტოტიპი წარადგინა. კომპანია მიზნად ისახავს სერტიფიკატის მოპოვებას და 2026 წელს ბაზარზე მომსახურების დაწყებას.
Eve კომპანია Embraer-ის საკუთრებაშია. მწარმოებლებმა ელექტრული ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის (eVTOL) თვითმფრინავის პროტოტიპი ინვესტორებთან და კლიენტებთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე, ბრაზილიური თვითმფრინავების მწარმოებლის Gaviao Peixoto-ს ქარხანაში წარადგინეს.
Eve ა, რომელიც ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავის პროტიტიპს ავითარებს. თვითმფრინავს შეუძლია აფრენა და ვერტიკალურად დაშვება, ქალაქში მოკლე დისტანციაზე მგზავრების გადაყვანა, რაც მათ საშუალებას მისცემს საცობებს თავი აარიდონ.
პირველი პროტოტიპი აღჭურვილია ელექტრო ძრავებით, მაგრამ ჯერჯერობით, არ აქვს სალონი. საბოლოო ვერსიაში კი ოთხი მგზავრი და პილოტი განთავსდება.
სრულმასშტაბიანი პროტოტიპი ტესტირებისთვის მზად 2025 წლის დასაწყისში იქნება. სერტიფიკატს კი კომპანია 2026 წლისთვის ელოდება. Eve-მ სერტიფიცირებისთვის ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელს 2022 წელს მიმართა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, მთელს მსოფლიოში ელექტრო ქსელები არ არიან მზად ე.წ. მფრინავი მანქანებისთვის – გამოწვევებია მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებაში, ასევე, ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის პორტების მოწყობაში.
ამის მიუხედავად, Eve-მ წარმოების დაწყებამდე, თითქმის 3000 პოტენციური შეკვეთა შეაგროვა და იმედოვნებს, რომ ეს საბოლოოდ, ნამდვილ შეკვეთებად იქცევა. დაინტერესებულ კლიენტებს შორის არიან ამერიკული გადამზიდავი United, ჩარტერული ფირმა Global Crossing და თვითმფრინავების მეიჯარე Azorra.