“ელექტროშოკური მოწყობილობით 41 კგ-ზე მეტი თევზი მოიპოვეს… ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს” | გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა ელექტროშოკური მოწყობილობით 41 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან ახდენდა თევზჭერას ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით. კანონდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 41 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი. ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას მოქალაქე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანის მიმდებარედ, მდინარე ალაზნის არხშიც”, – წერია განცხადებაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

ასევე დაგაინტერესებთ