ელექტროსადენების მონტაჟისას გაზის მილსადენი დაზიანდა, რის გამოც მეორე დღეა ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლებს ბუნებრივი აირი არ აქვთ

ლანჩხუთისა მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, ელექტრობოძების მონტაჟისას, გაზის ცენტრალური მილსადენი დაზიანდა – უკვე მეორე დღეა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებს (ძიმითს, აკეთს და ნაგომარს) ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
არსებული ინფორმაციით, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლებმა შეცდომით გაზის ცენტრალური მილსადენი გაბურღეს, რა დროსაც გაზის ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, ბუნებრივი აირისა და გათბობის გარეშე 3 000-ზე აბონენტია დარჩენილი.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე