ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელი, თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ სექტორი დიდი გამოწვევების წინაშეა.
მან BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას ორი საკითხი გამოყო. კერძოდ, თამარ გოგოლაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა გაყიდვებზე ნეგატიურად აისახა. შედეგად, დეკემბერში მოსალოდნელზე ნაკლები ზრდა იყო, იანვარი კი ზოგიერთმა მაღაზიამ ზარალითაც კი დახურა. ასოციაციის თანადამფუძნებელი კიდევ ერთ გამოწვევად რუსული და ჩინური ონლაინ მაღაზიების მხრიდან არაჯანსაღ კონკურენციას ასახელებს.