ელექტრომობილების მწარმოებელმა Fisker-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Fisker Inc-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც ბაზარზე მისი პირველი მოდელი გამოჩნდა ბოლო კვირების განმავლობაში კომპანია თანდათან წყვეტს ოპერაციებს, წერს The Wall Street Journal.
Fisker 2016 წელს ჰენრიკ ფისკერის მიერ დაარსდა, რომელიც ადრე BMW-სა და Aston Martin-ში მუშაობდა. კომპანიამ 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა ოპერაციების დასაწყებად, მაგრამ სწრაფად გამოიყენა თანხები და ვერ შეძლო ძირითადი ინვესტორის წინაშე დავალიანების დაფარვა.
მან ასევე გამართა მოლაპარაკებები მსხვილ ავტომწარმოებელთან შესაძლო ინვესტიციებთან და ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიმდინარე წლის მარტში მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, აღნიშნავს WSJ.
პარალელურად ცნობილი გახდა მისი აქციების ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან ამოღების შესახებ. Fisker-მა თავისი პირველი მოდელის, Ocean-ის ელექტრო კროსოვერის მიწოდება გასულ ზაფხულს დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნა იკლებდა.
მიმდინარე წლის ივნისში კომპანიამ ნებაყოფლობით გაიწვია 18 ათასზე მეტი Ocean ელექტრომობილი, სხვადასხვა პროგრამული ხარვეზების და ასევე მარგებულირებლის სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. ჰენრიკ ფისკერის პირველი საავტომობილო კომპანია, Fisker Automotive 2013 წელს გაკოტრდა.
გაკოტრება ნაწილობრივ დაკავშირებული იყო ბატარეის მიმწოდებლების პრობლემებთან. ფისკერმა თქვა, რომ ის ცდილობდა ესწავლა წარსულის შეცდომებზე. მათ შორის, უფრო მეტი ინვესტიცია მოეზიდა ვიდრე პირველად და სანდო მომწოდებლებთან დაედო ხელშეკრულებები.