ელექტრომობილების იმპორტი თითქმის 100%-ით გაიზარდა

ელექტრომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 927 ერთეული (16,388 მლნ დოლარი) ელექტროძრავის მქონდე მანქანა შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაქსიმალურ მაჩვენებელია. ამასთან, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შედარებისთვის, გასული წლების სტატისტიკა ასეთია:
2024 წლის იანვარ-თებერვალი – 465 ერთეული (9.496 მლნ აშშ დოლარი)
2023 წლის იანვარ-თებერვალი – 241 ერთეული (6.809 მლნ აშშ დოლარი)
2022 წლის იანვარ-თებერვალი – 67 ერთეული (2.120 მლნ აშშ დოლარი)
2021 წლის იანვარ-თებერვალი – 69 ერთეული (939.2 ათასი აშშ დოლარი)
2020 წლის იანვარ-თებერვალი – 102 ერთეული (1.549 მლნ აშშ დოლარი)
2019 წლის იანვარ-თებერვალი – 197 ერთეული (1.644 მლნ აშშ დოლარი)
2018 წლის იანვარ-თებერვალი – 143 ერთეული (941 ათასი აშშ დოლარი)
2017 წლის იანვარ-თებერვალი – 10 ერთეული (85.3 ათასი აშშ დოლარი)
საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-თებერვლის პერიოდში ერთი ელექტრომობილის საშუალო საიმპორტო ღირებულება 17.7 ათასი აშშ დოლარია, წინა წლის იგივე პერიოდში 20.4 ათასი აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე. შესაბამისად, ავტომობილის მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, ღირებულება შესაძლოა, უფრო მეტი, ან ნაკლები იყოს)
წელს 2 თვეში ელექტრომობილების მთავარი იმპორტირების სამეულია: აშშ, ჩინეთი და ბელგია.
უფრო კონკრეტულად, იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
აშშ – 702 ერთეული (10.261 მლნ აშშ დოლარი)
ჩინეთი – 100 ერთეული (2.155 მლნ აშშ დოლარი)
ბელგია – 40 ერთეული (1.611 მლნ აშშ დოლარი)
იაპონია – 35 ერთეული (239.3 ათასი აშშ დოლარი)
გერმანია – 24 ერთეული (1.303 მლნ აშშ დოლარი)