ელექტრომობილების ბაზარი წელს 20%-ზე მეტით გაიზრდება – Bloomberg

ელექტრომობილების ბაზარი წელს 21%-ით გაიზრდება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
BloombergNEF-ის პროგნოზით, 2024 წელს სამგზავრო ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების და ჰიბრიდების გლობალური გაყიდვები სავარაუდოდ 21%-ით, 16.7 მილიონამდე გაიზრდება, აქედან 70% მთლიანად ელექტრომობილებზე მოდის.
სააგენტო წერს, რომ ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვები 10 მილიონს მიაღწევს, რაც გლობალურად გაყიდული ყოველი 10 ელექტრომობილიდან თითქმის 6-ს შეადგენს. თუმცა, ჩინეთში ზრდა შენელებულია მდიდარ რეგიონებში ბაზრის გაჯერების და მთლიანობაში უფრო მკაცრი ეკონომიკური პირობების გამო.
ელექტრო მანქანების წილი მანქანების გლობალურ გაყიდვებში უნდა დაახლოებით 20% (სუფთა ელექტრო: 14%) იქნება, 2023 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17% იყო. Bloomberg-ი ელოდება, რომ ელექტრომობილების წილი ჩინეთში გაყიდვების 38%-ს მიაღწევს.
მოსალოდნელია, რომ წელს გაყიდვები ევროპაში შედარებით დაბალი იქნება, რადგან იქ ავტომწარმოებლები მოცულობის ზრდას აჩერებენ მანამ, სანამ CO2-ის გამონაბოლქვის რეგულაციები 2025 წელს კვლავ გამკაცრდება. ევროპაში მიმდინარე წელს ელექტრომობილების გაყიდვები დაახლოებით 3,4 მილიონი უნდა იყოს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ -ის ბაზრის პროგნოზი ყველაზე რთულია. Ford-მა და General Motors-მა განაცხადეს, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მცირდება, მაგრამ Tesla აგრძელებს წარმოებას და სხვა ავტომწარმოებლები, როგორიცაა Hyundai და Kia-ს აგრძელებენ ელექტრომობილებზე ფოკუსირებას.
აქედან გამომდინარე პროგნოზირებულია, რომ 2024-ში აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვები 1,9 მილიონზე ნაკლები იქნება, რაც ახალი მანქანების 13%-ს წარმოადგენს.