ელექტროენერგიის ქართული ბაზარი რიცხვებში

მიმდინარე წლის მაისიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, – წერია “ კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოს შემდეგ, მიმდინარე წლის მაისამდე, ელექტროენერგია ექსპორტზე არ გასულა.
პუბლიკაციის თანახმად, გასულ თვეში ჯამურად ექსპორტირებულია 201 გვტ. საათი ელექტროენერგია.
ექსპორტი განხორციელდა მეზობელ ქვეყნებში:
· თურქეთში – 172 გვტ. საათი
· სომხეთსში – 15 გვტ. საათი
· აზერბაიჯანში – 14 გვტ. საათი
ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავალმა 9.2 მილიონი დოლარი შეადგინა.