ელექტროენერგიის გათიშვის გამო პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა

ელექტროენერგიის გათიშვის გამო პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა.
როგორც „გარდიანი“ წერს, ყველაზე მეტად დაზარალდა ბარსელონა, სევილია, ვალენსია და მადრიდი, სადაც გაჩერდა მეტროპოლიტენი. ამასთან, შეფერხებულია ფრენები მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში.
ესპანეთის რკინიგზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო დროებით გაჩერდნენ მატარებლები. ასევე, ესპანეთის ქალაქებში დიდი რიგებია, რადგან ელექტრონული ბარათებით გადახდა შეუძლებელია. რესტორნები და კაფეები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ. ელექტროკომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.
ქაოსია ასევე პორტუგალიაში, სადაც შეფერხებულია მობილური სატელეფონო კავშირი, პრობლემებია სატრანსპორტო სისტემაშიც. ლისაბონსა და პორტოში გათიშულია შუქმნიშნები. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ასევე ანდორაშიც.
ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას 6-10 საათი დასჭირდება
პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს