ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა, იმ 3 თეთრით გაძვირდეს, რომლითაც ტარიფი 2 წლის წინ შემცირდა – დავით ნარმანია

ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა, იმ 3 თეთრით გაძვირდეს, რომლითაც ტარიფი 2 წლის წინ შემცირდა – დავით ნარმანია
იგეგმება თუ არა კომუნალური გადასახადების გაძვირება, ამ საკითხზე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
დავით ნარმანიას განმარტებით, ელექტროენერგიის სექტორში ტარიფის არსებითი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წყალმომარაგებას, ტარიფის გადახედვა 2026 წლის ბოლომდე არ მოხდება.
„ალბათ, გახსოვთ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები 2 წლის წინ 3 თეთრით შევამცირეთ. აქედან გამომდინარე, ალბათ, დაახლოებით, ის, რაც შემცირდა, იმავე მოცულობით გაზრდა მოხდება, თუმცა, ჯერ ამაზეც ნაადრევია საუბარი.
წყლის ტარიფებს რაც შეეხება, გადახედვა წელს არ უწევს. წყალმომარაგების ტარიფი „ჯივიპისთვის“ 2026 წლის ბოლომდეა დადგენილი და გადახედვა ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.