ელექტროგაყვანილობის ხელოსნის და მღებავის მომსახურება – სერვისები, რომლებიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი (დეფლაცია), ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა.
სერვისების ჩამონათვალს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგია:
· ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 47%
· ავტომობილის რეცხვის გადასახადი – 27%
· საბანკო მომსახურების ღირებულება – 26.3%
· მღებავის მომსახურება – 18%
· სანტექნიკოსის მომსახურება – 14.5%
· სპორტული წრის გადასახდელი – 14%
· გასართობი ცენტრის მომსახურება – 12%.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.8 პროცენტით განისაზღვრა.