ელენე ხოშტარია – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი, „შარლ მიშელი 2“ არ იქნება!

არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელი 2 არ იქნება, – ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას „რამდენად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტმა ითამაშოს მედიატორის როლი ახალი ს მოთხოვნის პროცესში ისევე, როგორც 2020 წელს“.
როგორც ელენე ხოშტარიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტნიორებმაც და ოპოზიციამაც გაიგეს, რომ „ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი არ აქვს.
„ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ გამოცდილება, რას ნიშნავს მედიატორობა „ქართულ ოცნებასთან“. შარლ მიშელმა გაიგო, რომ უბრალოდ სიტყვას ფასი არ აქვს და პირიქით, პროპაგანდისტულად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენც ყველამ ვნახეთ, რომ შეთანხმება უბრალოდ ფიზიკურად განადგურდა, გამოვიდნენ და თქვეს, რომ აღარ არსებობს. ასეთი ტიპის ხალხთან მედიაცია არ არის საჭირო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.