ელენე ხოშტარია – ხელისუფლებამ ვერცერთი ხრიკით ვერც ლეგიტიმაცია მოიპოვა და არც პროვოკაცია გამოუვიდა, ასეთივე უიმედოა გახარიას პარლამენტში შესვლა – წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ქვეყანა

წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა!, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს და მოქალაქეებს 26 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია „ვერცერთი ხრიკით“ ვერ მოიპოვა და გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაც მათთვის „ასეთივე უიმედოა“.
„ხელისუფლებამ ვერცერთი ხრიკით ვერც ლეგიტიმაცია მოიპოვა და არც პროვოკაცია გამოუვიდა. რას არ ხლართავენ, მაგრამ ვერა და ვერა. ზუსტად ასეთივე უიმედოა გახარიას პარლამენტში შესვლა.
მთავარია, წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა! მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, 26 ოქტომბერი, 19:00 საათი“, – წერს ელენე ხოშტარია წერილში, რომელიც „დროას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.