ელენე ხოშტარია – ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ზურაბ ჯაფარიძემ სისტემა “ათრია” – ასე ინჯღრევა სისტემა, გავაგრძელებთ

ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ზურაბ ჯაფარიძემ სისტემა ათრია! მთელი რეჟიმი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში მოამწყვდია, სადაც ორივე გადაწყვეტილება რეჟიმისთვის საზიანოა – არ დაიჭერენ დაზიანდებიან, დაიჭერენ დაზიანდებიან, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
“პროცესზეც ამხილა პოლიცია, ჯარად რომ გამოიყვანეს, და მოსამართლე, რომელიც ევროპულ კონვენციას არღვევს და დაცვის გარეშე ტოვებს ანუ საკუთარ საფლავს ითხრის.
მადლობა ზურა ბრძოლის მაგალითისთვის. ასე ინჯღრევა სისტემა. გავაგრძელებთ“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
პროკურატურა “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – 20 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დააყენა.