ელენე ხოშტარია – საქართველო ს კოლონია არასდროს, არასდროს გახდება, თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება! – ბოლომდე!

ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ.
როგორც ხოშტარია წერს, თანამედროვე ორჯონიკიძეები არასდროს დაავიწყდებათ.
“ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია. საქართველო ს კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება!
ბოლომდე! -წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა – როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს საქართველოს მიმართ მათ საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს

ირაკლი რუხაძე – არ ვამბობ, კორუფცია არ ხდებათქო, მაგრამ ბიზნესი ამას ფართოდ ვერ ვხედავთ, მე არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ არ შემხებია და ბიზნესი რატომ არ ლაპარაკობს? ოპოზიციური ბიზნესიც არ წუწუნებს – უნდა გავიგოთ, ვინ, სად, რას აძლევდა, რას აკეთებდა