დღეს არის ისტორიული დღე, ამ დღით იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე – ეს არის კოალიციურ მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა უნდა წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც გველოდება მთელი მსოფლიო.
„დღეს არის ისტორიული დღე, ამ დღით იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე – ეს არის კოალიციურ მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე. ქვეყანა უნდა წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც გველოდება მთელი მსოფლიო. მე მოვედი ჩემ ძმისშვილთან ერთად, რომელიც პირველად აძლევს ხმას. სწორედ ამ თაობის მოტივაცია, ბრძოლა შემართება არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ დღეს. ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია პრეზიდენტთან, გვაქვს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებთან, მზად ვართ კოალიციური მმართველობისთვის, ყველაფერი უმტკივნეულოდ და მშვიდობით ჩაივლის”, – განაცხადა ხოშტარიამ.