ელენე ხოშტარია – მჭიდრო კოორდინაციის ფორმატი იქმნება – ინტენსიურ რეჟიმში გადავდივართ

ამოცანა გვაქვს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება – საგარეო ვიზიტები, მათ შორის ერთიანი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს „ახალი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“.
„ჩვენ ვთქვით, რომ მჭიდრო კოორდინაციის ფორმატი იქმნება, სადაც იქნება გარკვეული პრიორიტეტული მიმართულებები – ეს არის, რა თქმა უნდა, საგარეო მიმართულება. ჩვენი მთავარი ორი სტრატეგიული ამოცანაა, ახალი და პოლიტპატიმრების გამოშვება. ამის გარშემო სამუშაო პროცესი როგორ დაორგანიზდეს, ამაზე ვმუშაობთ პრაქტიკულად ყოველდღიურად და ძალიან ინტენსიურ რეჟიმში გადავდივართ.
ამოცანა გვაქვს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, აქ საგარეო ვიზიტები, მათ შორის ერთიანი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროტესტის განვითარება, თანამშრომლობა ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც პროტესტს აორგანიზებს და მხარდაჭერა, ზოგადად პროტესტის დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!