ელენე ხოშტარია: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკი ნონსენსია

“თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკი ნონსენსია, რადგან ამ ქვეყნაში  აღარ არსებობს” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” მედიაზე ზეწოლას და მოქალაქეებზე რეპრესიების განაგრძობს, “აბსურდია”.

ამ (თვითმმართველობის) არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკი ნონსენსია, იმიტომ რომ არ არსებობს, აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. მედიას შეხედავ,  რეპრესიებს, ამიტომ აბსურდია ამაზე ლაპარაკი. აქ არის განსახილველი, როდის ჯობია, როგორ ჯობია, მაგრამ მე ვერ ვხედავ ქართულ პროდასავლურ ოპოზიციაში დღეს ისეთ ჯგუფებს, რომელიც ლეგიტიმაციას გაუკეთებს ამ ხელისუფლებას”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)