ელენე ხოშტარია – ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში? – ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და მას კომისია ეღიარებინა

დანარჩენებს დაიჭერენ თუ არა არ ვიცი, ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში? – ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და მას კომისია ეღიარებინა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, პოლიტიკური რეპრესიებია.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ვისაუბრეთ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ასევე, მის გარდა კიდევ 7 პირის სისხლის სამართლის საქმეა ძიებაში, რაც ცალსახად პოლიტიკური რეპრესიებია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და ამით კომისია ეღიარებინა. კომისია არ აღიარა არცერთმა რეალურმა ოპოზიციონერმა და ყველას პოზიცია არის მტკიცე, მიუხედავად ამ რეპრესიებისა. ეს მაგალითია იმისა, რომ რეჟიმის არ აღიარება და დელეგიტიმაცია არის ოპოზიციის მტკიცე პოზიცია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა ბიბილაშვილი: როდის ახსენა ქოცმა საქართველოს მართლა – სრულიად “არანაწილობრივ” – გამაერთიანებელი დავით აღმაშენებელი? მე არ მახსენდება. დავით აღმაშენებლისადმი ქოცის დამოკიდებულება გელათიდანაც ჩანს