ელენე ხოშტარია – ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო

ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარია განაცხადა.
მისი შეფასებით, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო. სწორედ იმიტომ, რომ ლაზარემ წინააღმდეგობა გაუწია რუსულ რეჟიმს, რუსულ მოქმედებებს, ლაზარემ დაიცვა ქვეყნის ევროპული მომავალი და თავისუფლება და მას სჯიან. არანაირი მტკიცებულება, მთელი იმ პოლიტიკური კამპანიის, რომელიც მიმდინარეობს ლაზარეს წინააღმდეგ უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, თითქოს ვიღაც დაწვა, გადაწვა, არ არსებობს, უბრალოდ არც ერთი მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, ლაზარე ერთ-ერთ თავისუფალ, პრინციპულ და ღირსეულ მოქალაქედ რჩება. ყველა პოლიტიკოსს, რომელიც დღეს იტყუება, არის ამ ქვეყნის სირცხვილი. დღეს როდესაც „რუსული კანონი” კვლავ დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ჩვენ ლაზარეს გვერდში უნდა ვიყოთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ წყვეტდა ბრძოლას და დღესაც ციხიდან აგრძელებს საამაყო მოქმედებას, რასაც ევროპული მომავლის დაცვა ჰქვია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში