გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ საერთო ბრძოლის, რუსთაველზე დგომის, გაუტეხლობის შედეგია ის, რაც კაია კალასისგან მოვისმინეთ.
ხოშტარიას თქმით, ევროპამ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული 8 მოთხოვნით მიმართა იმისთვის, რომ ურთიერთობების გაგრძელება შესაძლებელი იყოს.
პოლიტიკოსის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა კარგავს არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.