ელენე ხოშტარია – არ უნდა ვიფიქროთ, რას იზამს „ქართული ოცნება“, არამედ იმაზე ვიფიქროთ, „ქართული ოცნება“ რომ არ იზამს, ამის პარალელურად, როგორ არ დავკარგოთ ევროპა – ხელისუფლებას ევროპა არ უნდა

არ უნდა ვიფიქროთ, რას იზამს „ქართული ოცნება“, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, „ქართული ოცნება“ რომ არ იზამს, ამის პარალელურად, როგორ არ დავკარგოთ ევროპა, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპა არ უნდა.
ამასთან, კითხვაზე – როგორია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანმა შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს, ხოშტარიამ განაცხადა, რომ „ორბანთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. ძალიან ხმამაღლა ნათქვამი მათ შორის, ევროპარლამენტში, ევროკავშირში“.
„რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ვალდებულებების შესრულებას, მგონი, ამის კითხვაც კი, უკვე სასაცილოა იმიტომ, რომ ხელისუფლება გაცხადებულად ახორციელებს თავდასხმას ევროპაზე. ის გეგმები, ვითომ რაზეც ლაპარაკობს არის აბსოლუტურად კომიკური და არასერიოზული. ამ ხალხს ევროპა არ უნდათ, მათ ხალხით მანიპულაცია [სურთ]. ამიტომ, არ უნდა ვიფიქროთ რას იზამს „ქართული ოცნება“, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ „ქართული ოცნება“ რომ არ იზამს, ამის პარალელურად, როგორ არ დავკარგოთ ევროპა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია