„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კერძოდ, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს-ს ელენე ხოშტარიას მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა.
თავად ელენე ხოშტარია პროცესს არ დასწრებია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
