ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიას, კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა.გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, რამაც, ბრალდების მხარის დათვლით, 570 ლარის ზიანი გამოიწვია.მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.შეგახსენებთ, რომ 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.



