ელენე ხოშტარიას სასამართლო 16 ივნისს გადაიდო – მას შსს მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავება

პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში გადაიდო.
პოლიტიკოსს შინაგან საქმეთა სამინისტრო “ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავება – დავის საფუძველი ხოშტარიას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტებია. თავად ხოშტარია სასამართლოში მის პროცესზე არ გამოცხადებულა – ის სასამართლოსთან ბოიკოტისა და არათანამშრომლობის რეჟიმშია. მოსამართლე დავით თეთრაულის განმარტებით ელენე ხოშტარიას უნდა მიეცეს სხდომაზე დასწრებისა და საქმის მასალების გაცნობის საშუალება და ამ მიზეზით გადადო სხდომა 16 ივნისს, 13 საათზე.
“კონკრეტული ფოტომტკიცებულება წარმოდგენილია საქმეში, დაესწარით 16 ივნისს სხდომას და გაიგებთ, რა მტკიცებულებაზეა ლაპარაკი. კონკრეტული საჩივრის ფარგლებში, სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე დათვალიერდა ელენე ხოშტარიას ფბ გვერდი. დადგინდა, რომ ელენე ხოშტარიამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ს”- უთხრა სხდომის გადადების შემდეგ -ს წარმომადგენელმა ანდრო გურულმა.
საქართველოში საჯარო ფიგურების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება სიახლეა. ამავე სამართალდარღვევისთვის დღეს სასამართლოში 20-მდე ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და აქტივისტია დაბარებული საქმის განხილვაზე.
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ:
· 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს ს მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000 ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც მ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას- მას თეა წულუკიანმა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო უჩივლა, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის ომში მოკლული გიორგი ანწუხელესთან დაკავშირებით.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც მას ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7 დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება ს სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა პარლამენტარი.
ფორუმი