ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ევროკავშირიდან არის იმ საერთო დამოკიდებულების შედეგი, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პიროტექნიკის, რევოლუციური სცენარების გამოგზავნისა და გაკვეთილების შედგენის სახით

ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ევროკავშირიდან არის იმ საერთო დამოკიდებულების შედეგი, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პიროტექნიკის, რევოლუციური სცენარების გამოგზავნისა და გაკვეთილების შედგენის სახით
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იქმნება გარკვეული კომიკური სურათი, როდესაც ევროკავშირის დასაცავი ხდება ელენე ხოშტარია, რომელსაც ხელფასს უხდის.
„ჩვენ ამდაგვარი არაერთი ფაქტი უკვე ვნახეთ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ელჩების მარში თუ დემარში, როცა სააკაშვილი მისი წამების ინსცენირებას დგამდა და ამ სცენარში მხარს უჭერდნენ.
ასევე ვნახეთ არაერთი ელჩის იმდაგვარი ჩარევა, რომ რამენაირად ქვეყანაში გააღვივონ რევოლუციური მუხტი, რამენაირად შედგეს „მაიდანი“ და შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც მათ დაკვეთებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, არ ასრულებს.
ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ევროკავშირიდან არის იმ საერთო დამოკიდებულების შედეგი, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პიროტექნიკის, რევოლუციური სცენარების გამოგზავნისა და გაკვეთილების შედგენის სახით. ესეც, რა თქმა უნდა, ამის ნაწილია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ გარკვეული კომიკური სურათიც იქმნება, როდესაც ს ხელფასის მომხმარებელი ხოშტარია ევროკავშირის დასაცავი ხდება,“ – განაცხადა მ.
Previous: “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა