ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და ევროპული დღის წესრიგის ბოლომდე მიყვანაზე ისაუბრეს

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და ევროპული დღის წესრიგის ბოლომდე მიყვანაზე ისაუბრეს.
როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საუბრის ერთ-ერთ თემას ასევე წარმოადგენდა ის გამოწვევები, რაც რუსეთიდან მომდინარეობს.
„მთავარია, რომ ყველაზე გამოცდილი და ძალიან დიდი მხარდამჭერია საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის.
რეგიონში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ბუნებრივია, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც რუსეთიდან მომდინარეობს. ასევე, იმ ამოცანებზე, რაც საქართველოს აქვს, ეს არის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ევროპული დღის წესრიგის ბოლომდე მიყვანა, იმ დიდი შანსის გამოყენება, რომელიც დღეს საქართველოს ეძლევა ევროპული სტატუსის სახით. ბუნებრივია, ვაპირებთ ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. პირველი გაცნობითი შეხვედრა იყო, ძალიან ინტენსიური თანამშრომლობის იმედი გვაქვს ამ ძალიან კრიტიკულ წელს“,- აღნიშნა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?