“ელენე ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია… ძალიან თბილი და კომუნიკაბელური ბავშვია” – ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან “ბასტი-ბუბუს” სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია” გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ “სტეფანე და 3G”-ს წევრი.
ნინის წარმატებული კარიერა ჰქონდა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულითაც სარგებლობდა, როცა მოულოდნელად დაოჯახება გადაწყვიტა. ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი “შე­რა­ტონ­ში” 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა, შემ­დეგ კი ის სა­ცხოვ­რებ­ლად მე­უღ­ლეს­თან, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.
ნინისა და ირაკლის ქორწინება სკანდალურად დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა. ნინი მშობიარობის დროს მარტო იყო და პატარა ელენესთან ერთად სახლშიც მარტო დაბრუნდა. ელენე უკვე 10 წლისაა. ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს დედას, არის არტისტული და უყვარს ცეკვა.
ამჯერად ნინი ნოე სულაბერიძის გადაცემაში შვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამყაროში დედობაზე უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს:
“26 წლის ასაკში გავთხოვდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური ასაკია. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, მგონია, რომ მაინც პატარა ვიყავი. 27 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი და ამისთვის მზად ვიყავი… დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ცხოვრებაში რაც არ უნდა ვაკეთოთ, რაც არ უნდა შევქმნათ, მთავარი, რასაც ვქმნით – შვილებია.
ელენე ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. რადიკალურად სხვანაირი ხასიათი აქვს. მართალი გითხრათ, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. სითბოს გამოხატვა შეუძლია. მე რაც არ უნდა ძალიან მიყვარდეს ადამიანი, გრძნობის გამოხატვის უნარი არ მაქვს” – ამბობს ნინი.