“ელენე შეხვედრიდან დაბრუნდა და ადიოდა სახლში“ – თამთა გოგოლაძე ხოშტარიას დაკავების დეტალებზე საუბრობს (ვიდეო)

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, თამთა გოგოლაძე, რომელიც ელენე ხოშტარიას დაკავებას შეესწრო დაკავების დეტალებზე საუბრობს.

როგორც მან “ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, ელენე საკუთარი სახლის სადარბაზოსთან იმ დროს დააკავეს, როდესაც შეხვედრიდან ბრუნდებოდა.

ელენე შეხვედრიდან დაბრუნდა და ადიოდა სახლში, რა დროსაც, სადარბაზოში მოხდა მისი დაკავება, ჩვენი ოფისი და სახლი ერთ ეზოშია და აქვე ვიყავით და შევესწარით. როგორც ყოველთვის ხდება, არ გვითხრეს, სად გადაიყვანდნენ, ადვოკატებს დაურეკეს და როდესაც მას რომელიმე იზოლატორში შეასახლებენ, აუცილებლად მოინახულებენ, ამ ეტაპზე, არ ვიცით, სად არის გადაყვანილი- განაცხადა გოგოლაძემ.

მისი თქმით, ხოშტარიას ქმედება იმისკენ იყო მიმართული, რომ მეგი დიასამიძისთვის სოლიდარობა გამოეხატა.

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი.

ადგილზე იმყოფებოდა “დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა, რომელმაც ხოშტარიას დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ  ის -ს წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

  • კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული.
  • -ს ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.