ელენე ეპიტაშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია: ახალგაზრდა მოდელი დედის ამპლუაში და ბედნიერი ოჯახი – Marao

ელენე ეპიტაშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია: ახალგაზრდა მოდელი დედის ამპლუაში და ბედნიერი ოჯახი – Marao
ელენე ეპიტაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გიორგი მამარდაშვილმა მას ერთი წლის წინ ხელი სთხოვა. ხელის თხოვნის ცერემონია მოკრძალებული და სადა იყო, თუმცა წყვილმა მაინც შეძლო საზოგადოების ალაპარაკება.
“მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც”, – ამბობდა გიორგი.
გიორგი მამარდაშვილმა და ელენე ეპიტაშვილმა გასული წლის ზაფხულში მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარეს, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ. წყვილმა სქესის გაგების გრანდიოზული ცერემონია მოაწყო და მეგობრების თანხლებით წვეულებაც გამართა. საღამოზე ელენეს სპეციალურად მისთვის შექმნილი განსაკუთრებული კაბა ეცვა.
ელენესა და გიორგის ქორწილი 2024 წლის ივლისში გაიმართა. გიორგი მამარდაშვილი საკუთარი ქორწილის დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ამ მნიშვნელოვან ამბავთან ერთად, მან ოჯახის ოფიციალურად შექმნაც იზეიმა და ჯვარი ღვთაების მონასტერში დაიწერა. გიორგიმ და ელენემ “ლისი ივენთ ჰოლში” ულამაზესი საღამო მოაწყვეს.
წვეულებას მუსიკალურად ახალგაზრდა მომღერალი, მარიამ შენგელია აფორმებდა, რომელთან ერთადაც თავად გიორგიმაც იმღერა. პატარძალმა ორი უმშვენიერესი კაბა მოირგო – მთავარი კაბა, რომელიც მას ჯვრისწერის, ხელისმოწერისა და ფოტოსესიის დროს ეცვა, უფრო მეტად სადღესასწაულო იყო – გაშლილი ქვედა ნაწილითა და მოკრძალებული დეკოლტეთი. მეორე კი, რომელიც საღამოს წვეულებაზე მოირგო, უფრო მეტად სადა და ელეგანტური იყო.
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით.
განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში “სიყვარულის გემი”.
2024 წლის 23 ნოემბერს ელენე ეპიტაშვილი და გიორგი მამარდაშვილი მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ენი დაარქვეს. მშობლები მის ფოტოებს იშვიათად აქვეყნებენ, თუმცა პატარა ენი უკვე იმსახურებს დიდ სიყვარულს გიორგისა და ელენეს მეგობრებისგან.
ელენე პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს. პერიოდულად აქვეყნებს სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, ასევე, გამომწერებს უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობასა და ლუქებს. ის მშობიარობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება.