ელენე გოცაძე: იცით, როგორ გადარჩნენ უწამლოდ დარჩენილი დიაბეტიანი ადამიანები, მათ შორის, ბავშვები 90-იან წლებში?

USAID ძლიერი სოფლის პროგრამის რეგიონალური მენეჯერი, “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ყოფილი დირექტორი ელენე გოცაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
იცით, როგორ გადარჩნენ უწამლოდ დარჩენილი დიაბეტიანი ადამიანები, მათ შორის, ბავშვები 90-იან წლებში?
1991-1993 წლებში საქართველოში ინსულინ-დამოკიდებულ დიაბეტით დაავადებულ პირთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებდა. არსებულ სიტუაციას ამძიმებდა დიაბეტიანი ბავშვების მდგომარეობა. მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, სახელმწიფო ვერ ახერხებდა ინსულინის შესყიდვას, რაც ათი-ათასობით დაავადებულის დაღუპვას ნიშნავდა. უმწვავესი პრობლემის გადასაწყვეტად, შევარდნაძემ თხოვნით მიმართა -ის სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერს. დახმარებამაც არ დააყოვნა. 1992 წლის 21 ივნისს სამედიცინო და ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს ინსულინის 194 000 ფლაკონი და 500 000 ცალი ნემსი გადაეცა. ამ პროგრამით 1992-94 წლებში საქართველომ -დან მიიღო ჰუმანიტარული წესით გამოგზავნილი 15 მილიონამდე დოლარის ღირებულების ინსულინი „ჰუმულინი”, რითიც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იქნა შენარჩუნებული.
მადლობა ამერიკელ ხალხს გვერდში დგომისათვის!🇺🇸🇬🇪🇺🇸🇬🇪🇺🇸

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას