ელენა ლასკონი: შევთანხმდით, გავაძლიეროთ ძალისხმევა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად

რუმინეთის საპრეზიდენტო ს პროევროპული კანდიდატი ელენა ლასკონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
მისი თქმით, ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციას და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბრისას შეთანხმდა, რომ მოლდოვასთან ერთად, გააძლიერებენ ძალისხმევას რუსულ პროპაგანდასთან საბრძოველად.
“დღეს მე ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ შევთანხმდით, გავაძლიეროთ ძალისხმევა მოლდოვის რესპუბლიკასთან ერთად რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე დაშორების საშუალება მივცეთ.
აქ, რუმინეთში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირში წევრობას. ქართველი ხალხიც ამ სარგებლისკენ ისწრაფვის და ბოლო დღეებია ქუჩაში დგას, იბრძვის ამისთვის. მათ ცემას და რეპრესირებას ახდენს რეჟიმი, რომელმაც მოატყუა ისინი მშვიდობისა და კეთილდღეობის დაპირებებით, მაგრამ სანაცვლოდ რუსული სტილის პრაქტიკა შემოიტანა.
მადლობას ვუხდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დღევანდელი საუბრისას ჩემს მიმართ ცალსახა მხარდაჭერა გამოხატა. მან დაადასტურა რომ ის, რასაც ჩვენ ბოლო დღეებია ვუყურებთ რუმინეთში, ზუსტად ის სცენარია, რომელიც პუტინის აგენტებმა საქართველოში შეასრულეს.
მე არ დავუშვებ, რომ რუმინეთში პუტინის ხელში მოხვდეს! ერთად ჩვენ ძლიერები, და ჩვენ არ მივცემთ რუმინეთში დემოკრატიის ჩაქრობის საშუალებას!”, – წერს ის X-ზე.
რუმინეთში 8 დეკემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს პრორუსული განწყობის მქონე დამოუკიდებელი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ და პროევროპელი კანდიდატი ელენა ლასკონი დაუპირისპირდებიან.