„ელემენტარული ბნელი და გონებაჩლუნგი თუ არა ხარ, ეს რანაირად უნდა გჯეროდეს“ – დავით ზურაბიშვილი „დიფსთეითზე“

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
გლობალური ომის პარტია ანუ იგივე დიფსთეითია) რუსებს აწყებინებს ომს უკრაინასთან და უკრაინას რუსეთთან;ბ) გაეროს, ევროსაბჭოს და ევროკავშირს რასაც უნდა იმ რეზოლუციას აწერინებს;გ) აკოტრებს შვეიცარიის ბანკს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის მიზნით და ბიძინას ადვოკატების მიერ დაწერილ მამხილებელ წერილს ევროპის არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ აქვეყნებინებს;დ) რასაც უნდა იმას ალაპარაკებს საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს;ე) ამხობს კანონიერ ხელისუფლებებს ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში და სომხეთში;ვ) აკონტროლებს მსოფლიო ბანკს და საერთშორისო სავალუტო ფონდს და თავის ნებაზე ცვლის ვალუტის კურსს;მააააგრაამ საქართველოში ოთხჯერ ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ოთხჯერვე დამარცხდა ბიძინასთან და -მდინარაძეებთან. შეიძლება ითქვას, ძვრაც ვერ უყო ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ხელისუფლებას.ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ლეგენდა თითქოს არსებობენ საქართველოში ჭკვიანი და განათლებული ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი სერიოზულად სჯერა.არა, ისეთი ადამიანები რომ არსებობენ, ვისაც ეს ყველაფერი სჯერა კი ვიცი, მაგრამ ჭკვიანი და განათებული კი არა ელემენტარული ბნელი და გონებაჩლუნგი თუ არა ხარ, ეს რანაირად უნდა გჯეროდეს, იქნებ ამიხსნას ვინმემ?

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო